суббота, 16 июня 2018 г.

პროექტი

   პროექტის   სახელწოდება  თავისუფალი დროის აქტივობები.                                                   პროექტის მთავარი იდეა                                                                                            მოსწავლეები გაეცნობიან,თუ როგორ ატარებენ მათი თანატოლები გერმანიაში თავისუფალ დროს.                       
   პროექტის   აქტუალობა პროექტზე მუშაობისას    მოსწავლეებს უვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი,თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.                          პროექტის მიზნები                         მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას,ისწავლიან თემასთან დაკავშირებულ ახალ სიტყვებს.გამოიმუშავებენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების და დამუშავების უნარს.                                                                 მონაწილეთა ასაკი 15 წ.                                                                       ვადები,ხანგრძლივობა  3დღე.
 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები ახდენენ ცოდნისა და უნარების მობილიზებას. მოიძიებენ,შეარჩევენ და დაამუშავებენ ინფორმაციას.შეიმუშავებენ პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ მას აუდიტორიის წინაშე.იყენებენ ისტ-ს ამა თუ იმ მასალის,ტექსტის შესაქმნელად, დასამუშავებლად.                                                                                                        
                  
პროექტისთვის საჭირო ძირითადი  რესურსები.კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტით მოძიებული ვიდეომასალები და სურათები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)     
1.მასწავლებელი ასახელებს რამდენიმე აქტუალურ  თემას.მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო საკითხს.
2.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.კლასის დაყოფა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
3.პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში და მოვალეობების გადანაწილება.
4.ერთ ჯგუფს დაევალება  მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით.დაადგინონ ძირითადი აქტივობები,რომლებზეც გერმანელი ახალგაზრდები  რეგულარულად ხარჯავენ დროს.მოიძიებენ ფოტო მასალას.
5.მეორე ჯგუფს დაევალება ჩაატაროს გამოკითხვა  თავიანთი ასაკის ქართველ თანატოლებთან , თუ რითი არიან ისინი დაკავებული თავისუფალ დროს.
6.მოსწავლეები ახორციელებენ დაგეგმილ ღონისძიებებს და აკეთებენ ანგარიშს მიღებული შედეგების შესახებ.
7.ჯგუფები  ამზადებენ მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას.წარდგენის ფორმატი(MS Power Point)
8.გაიმართება დისკუსია აღნიშნულ თემაზე.შეაჯამებენ ინფორმაციას.განიხილავენ თუ რა მსგავსება და განსხვავებაა ქართველ და გერმანელ ახალგაზრდებს შორის აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
9.დასასრულს მოსწავლეები თავად უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს.შეუძლიათ შეკითხვები ერთმანეთს დაუსვან საკითხის ირგვლივ.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი  . ისტ-ის  გამოყენება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) ირინა ბარაბაძე.
12.ხელმძღვანელის ელ ფოსტა.barabadze1974@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი irinabarabadze.blog.spot.com
პროექტის შეფასების რუბრიკა



შეფასება
მიღებული ქულა
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი
ისტ-ი არ არის გამოყენებული
1-3


მოუწესრიგებელია.ისტ-ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ.არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა.
4-5


მოწესრიგებულია.ისტ-ის გამოყენება მრავალფეროვანია.ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან.
6-7


კარგად არის ორგანიზებული.ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება.
8-10

პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპი
ისტ-ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
1-3


მოუწესრიგებელია.ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით.არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა.
4-5


მოწესრიგებულია.ისტ-ი გამოყენებულია. ზოგჯერ შეუსაბამოა
6-7


კარგად არის ორგანიზებული.გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა
8-10

ჩართულობა
არ თანამშრომლობს თანატოლებთან
1-3


იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან
4-5


ხშირად თანამშრომლობს თანტოლებთან მუშაობის დროს
6-7


ყოველთვის თანამშრომლობს თანატოლებთან მუშაობის დროს.
8-10